მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ნებისმიერ სასამართლოში მონაწილეობის მიღებას მოერიდება

ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ნებისმიერ სასამართლოში მონაწილეობის მიღებას მოერიდება, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მმართველი პარტიის ოფისში „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ნებისმიერ ადგილას, ეს იქნება დიდი ბრიტანეთის თუ ქართული სასამართლო, სადაც შეიძლება საკითხი განიხილებოდეს, მმართველი გუნდი მონაწილეობას მიიღებს.

„ხანდახან დგება მომენტები, როდესაც პოლიტიკოსმაც კი არ იცის ირონიის გარეშე რა უპასუხოს დასმულ კითხვას. ვცდილობ, ირონია არ გამოვამჟღავნო ამასთან დაკავშირებით. სამართლის მცოდნემ არ ვიცი რა დავარქვა იმას, რასაც ზაზა ოქუაშვილი აკეთებს ამ ხნის განმავლობაში. მეც კი ვერ გავიგე და ალბათ საზოგადოებაც დაიბნა, რა უნდა ამ ადამიანს, რატომ იხდიდა თავის დროზე 6 მილიონი ლარის გადავადებაში 4 მილიონს, ბოლოს გადაიხადა თუ არა? ბოლო ეთერშიც ვერ გაგვაგებინა რისი თქმა უნდოდა. ეს არის მცდელობა, რომ ილუზია შექმნან, თუმცა, აქაც უნდა ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანი და მისი შემკვეთები, რისი ილუზიის შექმნა უნდათ.

ნებისმიერ ადგილას, ეს იქნება დიდი ბრიტანეთის სასამართლო, ქართული სასამართლო, ჩვენი პარტნიორი თუ უცხო ქვეყნის სასამართლო, სადაც შეიძლება საკითხზე მსჯელობა, მივიღებთ მონაწილეობას. არც ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, რომელიც მოერიდება ნებისმიერ სასამართლოში მონაწილეობის მიღებას. მართალი ადამიანი არანაირ სასამართლო ინსტანციას არ ერიდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა