ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რელიგიის სააგენტოს ინიციტიავით, ტრენინგი გაიმართა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციტიავით, მოეწყო ტრენინგი სტუდენტებისათვის, რომელშიც მონაწილეობას უნივერსიტეტის იურიდიული და ისტორიული ფაკულტეტის 150 სტუდენტი იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ტრენინგს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე და რექტორის აპარატის უფროსი როლანდი კოპალიანი დაესწრნენ.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, მან რელიგიის სააგენტოს საქმიანობასა და ქვეყანაში არსებულ რელიგიურ პოლიტიკაზე ისაუბრა.

საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე ლექცია წაიკითხა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა სერგო ფარულავამ. სემინარს - „რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი კითხულობდა.

სემინარების ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნული კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ, ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე გაერო-ს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ.

სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც სტუდენტებს მიეცათ საშუალება ესაუბრათ ამ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

ტრენინგი 2018-20 წლებში ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქუთაისში, ორ ეტაპად იმართება და მასში რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობენ. სამომავლოდ, სემინარები ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. მისი მიზანია რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება, ასევე, რელიგიური შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებაა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად