ანონსი  29 ნოემბერი

29 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის წევრები იმსჯელებენ. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.

მის.: ვარდების მოედანი N1, სასტუმრო „რედისონი“

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558240770​

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა თოდრაძეს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ასევე დაესწრება საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე.

მის: გ.ლეონიძის #2

საკონტაქტო პირი - ანანო გომართელი: 577 79 19 99

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰუალინგი" თბილისის ზღვის ახალ ქალაქში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, კონფერენცია "გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები" გაიხსნება.

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არჩევნების შედეგები; ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა; მოწოდება ჯარს და პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ და არჩევნების შედეგები ქუჩაში.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

29 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები; მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

29 ნოემბერს, 11:30 საათზე, „ქართული მარშის“ ლიდერები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: არჩევნების შედეგები; შედეგებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მოწოდებები და ე.წ. მესამე ტური - ქუჩის აქციები და „ქართული მარშის“ გეგმები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები; მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე „მედიაცენტრ მთავარში“ არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არჩევნების შედეგები; ლეგიტიმაციის საკითხი და არასამთავრობოების განცხადებები; მიმართვა ჯარს და პოლიციას.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

29 ნოემბერს, 12:30 საათზე, რეჟისორი გოგა ხაინდრავა "მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მოწოდებები - არჩევნების შედეგების გარჩევა ქუჩაში.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

29 ნოემბერს, 13:00 საათზე „2020NEWS “-პრესკლუბში სილამაზის კონკურს Miss &Mister golden Brand-ის ორგანიზატორი გიორგი მასხულია და საერთაშორისო ჟიურის წევრები პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: პეკინის #34, ბიზნესცენტრი „საბურთალო“. მესამე სართული

საკონტაქტო ტელ.: 514 33 49 49

29 ნოემბერს, 14:30 საათზე, სასტუმრო Biltmore Hotel-ში, საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, წინასწარ მოხსენებას წარმოადგენენ.

მის.: რუსთაველის გამზ. #29, დარბაზი Grand Royal Ballroom.

29 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თამარ გაგოშიძე საჯარო ლექციას - „დასწავლის სპეციფიკური დარღვევა“ გამართვს.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

29 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს. მის.: რუსთაველის გამზ. #29, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“

საკონტაქტო პირი დიანა ჩაჩუა - 577 77 96 39

29 ნოემბერს, 16:00 საათზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე პოლონეთის სეიმისა და სენატის სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენცია.

თემა: მეორე ტურის მიმდინარეობაზე დაკვირვების შედეგები.

მის: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1.

29 ნოემბერს, 18:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ფილარმონიაში მხარდამჭერებს შეხვდება.

29 ნოემბერს, 20:00 საათზე, ქალი უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს, ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში ქალთა ფონდი საქართველოში კატო მიქელაძის სახელობის ქალი უფლებადამცველების დაჯილდოვების ცერემონიას გამართავს.

საკონტაქტო ტელ.: 598 21 22 25

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს