გრიგოლ ვაშაძე დაუმორჩილებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - რაც შტაბში კოლექტიური გადაწყვეტილებით არ გაცხადებულა, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად

ის რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნიდან, ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად, - ასე უპასუხა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც დაუმორჩილებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას შეეხებოდა.

„თქვენ ჩემი სახელი და გვარი იცით?! მე, ჩემი მეუღლის და ჩემი ქალიშვილის და აი ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა და ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნიდან ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად. მე რომ ვიზიარებდე ამ პოზიციას, ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. ექსპრეზიდენტის აზრით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხეები და გადაარჩინოს საქართველო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა