ამ დროის მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64,27%-მა მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა

ამ დროის მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64,27%-მა მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.

57 უბნიდან, ცესკოს მიერ ამ ეტაპზე გამოქვეყნებული 54 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ - 64,27%-მა მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა. შესაბამისად, უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები თანამოქალაქეების მიერ 35,73 %-იანი მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი