დავით სერგეენკოს შეფასებით, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა

მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად, მღელვარების გარეშე და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც არ უნდა იყოს ეს, ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.

“ასევე იყო გუშინდელი არჩევნების დროსაც. აღსანიშნავია ის, რომ მთლიანობაში და ყველა შეფასებით ასე ჩანს, არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში. თუკი იყო ცალკეული დარღვევები, ამაზე შესაბამისი პროტოკოლით მოხდება შესწავლა და რეაგირება. ყველაზე უფრო მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად, მღელვარების გარეშე და გამჭვირვალედ. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა საბოლოო შედეგები ალბათ, დღის განმავლობაში იქნება”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა