ცესკო - ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები აშშ-ში გახსნილ სამ საარჩევნო უბანზე

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადება ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ გააკეთა.

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები პრაქტიკულად 3702 უბნიდან შემიძლია გაგაცნოთ. შემაჯამებელი ოქმები ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებ-გვერდზე. ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილ სამ საარჩევნო უბანზე.

მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია - გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არის 779 614 ხმა, რაც პროცენტულად 40,46%-ია, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 1 147 106 ხმა, ხოლო პროცენტულად 59,54 %. რაც შეეხება საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგებს, 57 უბნიდან დათვლილია 54 უბანი, აშშ-ში სამ უბანზე ხმების დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ხოლო ხმები ასე გადანაწილდა - გრიგოლ ვაშაძე 64,27%, რაც არის 5216 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი - 35,73%, რაც 2900 ხმაა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს