ანა მიქელაძე - საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 307 საჩივარია შესული

საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ შესულია 307 საჩივარი. საჩივრების უმეტესი ნაწილი არის პროცედურული ხარვეზების,- ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

ანა მიქელაძის თქმით, ყველა საჩივარი საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ კანონით დადგენილი წესით და ვადებით განიხილება და შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საოლქო-საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ შესულია 307 საჩივარი და აღსანიშნავია, რომ შესული საჩივრების უმეტესობა დღის განმავლობაში ასევე იწერებოდა საუბნო-საარჩევნო კომისიებში. საჩივრების უმეტესი ნაწილი არის პროცედურული ხარვეზების. ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა, თუმცა საოლქო-საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც იყო შესული. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარი, რა თქმა უნდა, საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ კანონით დადგენილი წესით და ვადებით იქნება განხილული და მოხდება შესაბამისი რეაგირება“,-განაცხადა მიქელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს