ზურაბ აბაშიძე - ქართულ-რუსულ ურთიერთობებში პროგრესი უმთავრესად მოსკოვზეა დამოკიდებული

ის, თუ რამდენად შეიძლება მოხდეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში პროგრესი, უმთავრესად მოსკოვზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად არის მზად იგი გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ქართული მხარე რუსეთის მხრიდან ასეთ მზაობას ვერ ხედავს.

„მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი თბილისსა და მოსკოვს შორის ორ ფორმატში მიმდინარეობს. უმნიშვნელოვანესი გახლავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. არის ასევე ე.წ. პრაღის ორმხრივი დიალოგის ფორმატი, სადაც კონკრეტული საკითხები განიხილება - სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. ის, თუ რამდენად შეიძლება მოხდეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში პროგრესი უმთავრესად ეს მოსკოვზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად მზად არის იგი გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ მზაობას ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან. პირიქით, ის ნაბიჯები, რაც იდგმება ოკუპირებულ რეგიონებში, მხედველობაში მაქვს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ზოგადად, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ხელყოფა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვი მზად არ არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგისათვის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი აღდგება.

მისი თქმით, არჩევნების შედეგი ზომიერად დადებითია, თუმცა არ გამორიცხავს საქართველოში დაპირისპირებას, უკვე ქუჩის ფორმატში.

„რუსეთის მიმართულებით არ მოველი მკვეთრ ცვლილებებს. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა იმედი მქონდეს, რომ დიალოგის სივრცე სულ მცირე არ შემცირდება, უკეთესი იქნება თუ გაიზრდება. დიალოგი ახლა ორივე ქვეყნის ინტერესებშია“, - განაცხადა კოსაჩოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა