დიმიტრი მედოევი - სალომე ზურაბიშვილს როგორც ალისას, „საოცრებათა ქვეყანაში“ ცხოვრება მოუწევს

საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ალისას, „საოცრებათა ქვეყანაში“ ცხოვრება მოუწევს - ერთი მხრივ, ოკუპანტების დაგმობა და მეორე მხრივ, მათთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვა, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

დიმიტრი მედოევმა ასევე გააკეთა კომენტარი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ახლა რუსეთთან თანამშრომლობის დრო არ არის.

„არა მგონია, რომ ვინმე მისგან უფრო ორიგინალურ პასუხს ელოდებოდა ამ საკითხზე. არჩევის პირველი წუთებიდან ხმამაღალი მესიჯი იქნა გაგზავნილი, როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის, ასე რუსეთისთვის. ეს მესიჯი შიდა მოხმარებისთვისაც გამოსადეგია“, - განაცხადა მედოევმა.

მისივე თქმით, გაუგებარია თუ როგორ შეიძლება რუსებს ოკუპანტები უწოდო და ამავდროულად მათ რესტორნებში ემსახურო და უცეკვო.

„საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, როგორც „ალისას საოცრებათა ქვეყანაში“ ცხოვრება მოუწევს - ერთი მხრივ, ოკუპანტების დაგმობა და მეორე მხრივ, მათთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვა. ეს 40-იანი წლების პარიზს ჰგავს, სადაც კოლაბორაციონიზმს ჰქონდა ადგილი. თუმცა ეს თემა ახლოა სალომე ზურაბიშვილისთვის“, - დასძინა მან.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა