პატრიარქი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს - ემოციური ხალხი ვართ, დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა გავრცელებული.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობას და ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

მათივე ინფორმაციით, სრულიად კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

თავის მხრივ, როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ელჩმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის ფონზე მნიშვნელოვანია ქრისტიანული ღირებულებების და ოჯახის სიმტკიცის დაცვა და კმაყოფილებით აღნიშნა ამ კუთხით პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულების თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა ბრძანა, რომ იცნობს საქართველოს და უყვარს ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა 25 წლის ასაკში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მან დასძინა, რომ აშშ ძალზედ დაინტერესებულია იმით, რომ რაიმე ზიანი არ მიადგეს საქართველოს მოსახლეობის სულიერი ღირებულებების დაცვას და რომ ოჯახის სიმტკიცისთვის ზრუნვა მათთვისაც მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ასევე შეფასდა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.

„არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა“, - ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

„ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, რომ საქართველომ უნდა გადალახოს ეს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებასაც და მე ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავის ქვეყანაზე და ასევე ზრუნავენ თავისი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს. მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გასცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოახდინონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ როს უილსონს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის