ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი

გააკეთა. გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას. გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით. ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდრო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში და მოხარული ვიქნები ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით”,- ნათქვამია წერილში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია