იტალიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„მინდა, იტალიელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევა და გულწრფელად გისურვოთ წარმატებები თქვენი მაღალი მისიის შესრულებისას.

საქართველოში ჩემი ამასწინდელი ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც დიდი სიამოვნებით მახსენდება, დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და იტალიას დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ხშირ ინსტიტუციულ კონტაქტებსა და მზარდ ნაყოფიერ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეფუძნება.

ვიმედოვნებ, რომ თქვენი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში, თბილისსა და რომს შორის არსებული მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და შეიძენს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უფრო ფართო ჭრილში.

ამ სურვილებით, კიდევ ერთხელ გულითადად გისურვებთ კეთილდღეობას თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს