ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა. 12 საჩივრიდან საოლქო კომისიამ 6 საჩივარი არ დააკმაყოფილა, 4 განუხილველი დატოვა, ხოლო დანარჩენი 2 საჩივარი, რომელებიც გარეაგიტაციის თემას შეეხება, დამატებით მოკვლევას საჭიროებს და გადაწყვეტილებას კომისია ამის შემდეგ მიიღებს.

,,შემოსული 12 საჩივრიდან 6 საჩივარი, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებას, წილისყრის პროცედურების დარღვევასა და დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მცდელობას შეეხებოდა, უსაფუძვლობის გამო არ დავაკმაყოფილეთ. ეს საჩივრები უბნებზეც იყო დაწერილი და რეალურად ადგილზევე აღმოიფხვრა. რაც შეეხება 4 საჩივარს, ისინი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შემოტანილი და ამიტომ განუხილველი დარჩა. დარჩენილ 2 საჩივარზე, რომლებიც გარე აგიტაციის თემას შეეხება, გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია. საოლქო კომისია ჩაატარებს მოკვლევას, ამის შემდეგ გაიმართება სხდომა და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ არაობიეტური გადაწყვეტილება მიიღო. ,,საოლქო საარჩევნო კომისიამ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მე პირადად მსგავსი ფაქტები უბანზე დავაფიქსირე, თავმჯდომარეებმა მიიღეს ტენდენციური გადაწყვეტილება და ის, რომ ოპოზიციის მიერ დაწერილი საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ეს არის უსაფუძვლო“, - აღნიშნა საოლქოში ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა მაკა ჩხეტიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს