ქუთაისის საოლქო კომისიამ  12 საჩივარი განიხილა

ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი 12 საჩივარი განიხილა.

არჩევნების დღეს სულ 17 საჩივარი დაიწერა, მათგან 5 ადმინისტრაციული იყო და ის განსახილველად დაეწერა უშუალოდ კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც მათ ერთი თვის ვადაში განიხილავს.

#59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საჩივრებიდან 7 არ დაკმაყოფილდა, ორი სრულად დაკმაყოფილდა, ორი ნაწილობრივ, რაც გაფრთხილებას და შენიშვნას გულისხმობს. ერთი საჩივრის განხილვა გადაიდო.

კომისიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ სხდომის დატოვებას. მისი თქმით, ეს არ იყო პროტესტი, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხდომა მაშინ დატოვოს, როცა თავად გადაწყვეტს. ოსეფაიშვილის განცხადებთ, ბრალდებას ვერ მიიღებს, რადგან საჩივრები არ არის იმ შინაარსის, რომ ამის გამო ვინმე დაჯარიმდეს.

არჩევნების შემდგომ დაწერილი საჩივრების განხილვა ხვალ გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს