გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

გურჯაანში მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილებები უსამართლოდ მიიჩნიეს და ოლქის თავმჯდომარეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სხდომა დატოვეს.

გურჯაანის მე-18 საოლქო სარჩევნო კომისია არჩევნების დღეს დაწერილი 27 საჩივრიდან დღეს 6-ს განიხილავდა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების საკითხს, როდესაც ელმირა ბეციაშვილმა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შენიშვნა არ გაითვალისწინა და კენჭისყრის ოთახში წესების დარღვევით მოქმედებდა.

კომისიამ დღეს განხილული საჩივრებიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, რომელიც გურჯაანის მე-4 უბანზე ბიულეტენებზე რეგისტრატორების ბეჭდების არქონას უკავშირდებოდა, რაზეც 4 რეგისტრატორს შენიშვნა მისცა.

ოლქში შესულ ადმინისტრაციული ხასიათის სხვა საჩივრების საკითხს კომისია ჯერ კიდევ სწავლობს, რასაც მოგვიანებით განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს