ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრი - მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ღირებულებების ერთგვარი გადაფასება მოხდება

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გასული წლების განმავლობაში არ შეცვლილა და მკვეთრად აგრესიული ხასიათი აქვს დღემდე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე.

„საქართველოს ხელისუფლება დღემდე ატარებს აფხაზეთის იზოლირების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე, აფერხებს გადაადგილების თავისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს მცდარ თეზისებს უნერგავს აფხაზეთის ოკუპაციაზე“, - განაცხადა დაურ კოვემ.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ღირებულებების ერთგვარი გადაფასება მოხდება.

„მინდა იმედი მქონდეს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ღირებულებების ერთგვარი გადაფასება მოხდება და საძირკველი ჩაეყრება ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარებას იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების პროცეშში შუამავლებად გამოდიან“, - აღნიშნა მან.

დაურ კოვემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არცერთი მშვიდობიანი ინიციატივა აფხაზეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ალტერნატივა ვერ გახდება“.

„შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა“, - დასძინა მან.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო