ანონსი 3 დეკემბერი

3 დეკემბერს, 10:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის იუსტიციის სახლს ეწვევიან გაერო-ს ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლინი, და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მის.: სანაპიროს ქ. #2

3 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“ გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი მარიამ დვალიშვილი.

მის: ქ. ფურცელაძის N1

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრში "ექსპო ჯორჯია" თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს წარადგენს.

საკონტაქტო პირი ნათია რთველიაშვილი - 595 33 50 40

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გარემოს მისაწვდომობის შესახებ კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კობა ნარჩემაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ.#19(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი განიხილება.

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში, ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოპოზიციის მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სა და Reuters-ზე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

3 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს გია აბაშიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოპოზიციის მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სა და Reuters-ზე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

3 დეკემბერს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მირიან წიკლაური „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ.#19(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

3 დეკემბერს, 13:30 საათზე, ევროპული საქართველოს ოფისში, „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ზეწოლა პედაგოგებზე და ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

3 დეკემბერს, 14:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის საკრებულოში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი თბილისის მერთან კახა კალაძესთან და შშმ პირთა წარმომადგენელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო: 599 17 60 77 ხათუნა ავლოხაშვილი

3 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ საზოგადოების კვლევის ცენტრთან ერთად, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კონფერენციას - “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და შესაძლებლობები საქართველოს ინკლუზიური განვითარებისთვის: კვლევის პრეზენტაცია“ გამართავს.

თბილისი, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

3 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

თბილისი, პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

3 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა გამართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე - “ქალთა გაძლიერება და კორპორაციული მდგრადობა ბიზნეს სექტორში”.

საკონტაქტო პირი - ეთუნა ცოტნიაშვილი: 599512215

3 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება/.

3 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

3 დეკემბერს, 16:30 საათზე, საქართველოში, კომპანია Mercedes Benz-ის სპონსორობით ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია იხსნება.

ჭავჭავაძის გამზ.82, სილიკონ ველი თბილისი, 318 აუდიტორია

საკონტაქტო პირი: ნატა კიზივაძე +995 599 280 606 მარიამ მინაძე +995 558 423 554

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული)

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, თბილისის საერთაშორისო კინოფერსიტვალი ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი“ გაიხსნება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება.

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ინიციატივით გაიმართება საბინაო პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ვაქციოთ საკონსტიტუციო ნორმა რეალობად - ხელმისაწვდომი საცხოვრებელი“.

თბილისის საკრებულოს შენობა (მისამართი: თავისუფლების მოედანი N2)