თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

კინოთეატრ „ამირანში“ დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესიტვალი ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი“ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბერს, სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა კინოჩვენებები, დადეგმილია შეხვედრები მსახიობებთან და რეჟისორებთან, კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა.

8 დეკემბერს გამოვლინდებიან ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები. ფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე კინორეჟისორების სადებიუტო ნამუშევრები იბრძოლებენ. კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართულია - გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია, წევრები – ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში, სელინ ნუსი.

ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის“ ფარგლებში, დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ, ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა