ირაკლი კობახიძე - "ნაციონალურ მოძრაობას" მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ

"ნაციონალურ მოძრაობას" მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობას" დესტაბილიზაციის უფლებას ხელისუფლება არ მისცემს.

"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ "ნაცმოძრაობას" წაგების შემდეგ ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა. თუმცა, გუშინ გამოჩნდა, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ პროცესებში დესტაბილიზაციის შექმნას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას",- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს აქვს მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონიდან გამომდინარე.

"ჰქონდა თუ არა ვინმეს დესტაბილიზაციის მცდელობა, ამას დააზუსტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამით დავინტერესდებით ჩვენც. ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. გვექნება კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან და მათთან ერთად გავერკვევით ყველაფერში.

ზოგადად, დესტაბილიზაციის საფრთხეს რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ აკეთებდნენ განცხადებებს სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი არჩევნებამდე. შესაბამისად, აქ არ იყო საუბარი ვარაუდებზე, ეს იყო მუქარა, რომელიც გვესმოდა სააკაშვილის, ვაშაძის, შკლიაროვის მხრიდან. ამას განხორციელების პერსპექტივა არ აქვს. ვართ პასუხისმგებლები სიტუაციის მართვაზე და ხელისუფლებას აქვს ყველა რესურსი, მართოს სათანადოდ პროცესები",- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ" - ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში