ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ზედა საქარაში, ფუტკარაძეების უბანში, გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ და მერის პირველმა მოადგილემ, დავით ჩირგაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

„უკვე ერთი თვეა, რაც ადგილზე მუშაობს ტექნიკა. შედეგად, 750 გრძივი მეტრის ბეტონის გზისა და სანიაღვრე არხების მოწყობა დეკემბრის ბოლოსთვის სრულად დამთავრდება. საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პარალელურად, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში და ქალაქის ათამდე უბანში მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა