სალომე ზურაბიშვილი - ულტიმატუმების დრო არ არის, დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი

ულტიმატუმების დრო არ არის. დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი, - ასე პასუხობს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

„არ არის ულტიმატუმების დრო. პირველ რიგში, დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი, რომ გადავიდეთ ახალ რეჟიმზე, დაწყნარდეს ეს გარემო, საერთოდ პოლიტიკური გარემო და გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: "ულტიმატუმების დრო არ არის" - სალომე ზურაბიშვილი

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!