ევროპის საბჭომ საქართველოში არსებულ მონიტორინგის მისიას მანდატი 2020 წლის 14 დეკემბრამდე გაუგრძელა

ევროპის საბჭომ საქართველოში არსებულ მონიტორინგის მისიას მანდატი 2020 წლის 14 დეკემბრამდე გაუგრძელა. მანვე გამოყო ბიუჯეტი 38.2 მილიონი ევროს ოდენობით 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2010 წლის 14 დეკემბრის პერიოდის ჩათვლით.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია წარმოადგენს სამოქალაქო მისიას, რომელიც საქართველოში განთავსდა 2008 წლის სექტემბრიდან ევროკავშირის შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, რომელმაც საფუძველი დაუდო რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დასრულებას. ის ხელს უწყობს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციას, ნორმალიზებასა და ნდობის გამყარებას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს