ახალი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, სავარაუდოდ, დიმიტრი გაბუნია იქნება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გაბუნიას სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მოიაზრებს.

დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდამჭერი იყო და მას დახმარებას საარჩევნო შტაბშიც უწევდა.

როგორც ცნობილია, „ინტერპრესნიუსმა“ რამდენიმე დღის წინ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებდნენ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ