სანდრა რულოვსი - გვირგვინი მოვიტანე, რომელზეც აწერია: „მიშასგან ჩემს ძმას და თანამებრძოლს, ნიკას“ - ცუდია, რომ თავად აქ არ არის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ნიკა რურუას ოჯახს მიუსამძიმრა.

სანდრა რულოვსის თქმით, ნიკა რურუა ძალიან დააკლდება პირადად მას, როგორც მეგობარი და თანამებრძოლი. ამასთან, სანდრა რულოვსის თქმით, მან სამძიმარზე მიხეილ სააკაშვილისგან ყვავილების თაიგულიც მიიტანა.

„ძალიან დაგვაკლდება როგორც მეგობარი, როგორც თანებრძოლი, დაგვაკლდება პოლიტიკაშიც და ხელოვნებაშიც. მიშასგან გვირგვინი მოვიტანე, რომელზეც აწერია: „მიშასგან ჩემს ძმას და თანამებრძოლს, ნიკას“. ცუდია, რომ თავად აქ არ არის, რათა ბოლო გზაზე გააცილოს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გუშინ, საკუთარ სახლში გარდაიცვლა. გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს