რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე, ხოლო საღამოს ოფიციალური მიღება წინანდალში გაიმართება, - ამის შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ფოცხიშვილმა აღნიშნა, მასთან ერთად ინაუგურაციის ღონისძიებებზე მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე იმუშავებს.

„ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული ღონისძიება.

შემოქმედებით ჯგუფში არის მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე. დიდი ჯგუფია, რომელიც იმუშავებს, რადგან არის დიდი ღონისძიება. ცალ-ცალკე სცენარები არ განიხილება. მუშაობა მიდის სხვადასხვა ღონისძიებაზე. დღეს მივიღეთ ოფიციალური დასტური და დავიწყებთ მუშაობას.

ადგილი, რომელზეც ჯერჯერობით ლაპარაკია, არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი და სათუთი ადგილი. ვფიქრობ, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე იქნება საინტერესო სანახაობა.

ოფიციალური მიღება სავარაუდოდ, წინანდალში გაიმართება. ჯერჯერობით სხვა ვარიანტი არ განიხილება",- განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია