ნიკა რურუას გარდაცვალების გამო, მის ოჯახს სამძიმარი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს

ნიკა რურუას გარდაცვალების გამო, მის ოჯახს სამძიმარი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. ნიკა რურუასთან სახლში სამძიმარზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ნიკა რურუა დააკლდება, როგორც მის თანამებრძოლებს, ასევე ქვეყანას.

„ის იყო გამორჩეული ადამიანი, ვინც მუდმივად თავის სამშობლოზე ზრუნავდა. ჩვენ დავკარგეთ საოცარი თანამებრძოლი, რომელთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

სამძიმარზე იმყოფებოდნენ ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით