ქუთაისი-ხონის გზაზე ავარიის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა. მიკროავტობუსს კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.
არსებული ინფორმაციით, „ფიატის“ მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

























