ქუთაისი-ხონის გზაზე ავარიის შედეგად  დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

ქუთაისი-ხონის გზაზე ავარიის შედეგად  დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა. მისი თქმით, საავადმყოფოებში ცხრა პაციენტი რჩება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა. ავარიის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა. მიკროავტობუსს კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, „ფიატის“ მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.