თამარ ტალიაშვილი - ზღვის უბანში წელს ოთხი ახალი სკვერი და გასართობი მოედანი მოეწყო

ზღვისუბნის (თემქა) მე-3 მ.რ მე-2 კვარტალში, N30 კორპუსის მიმდებარედ საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო.

ახალი სკვერი საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან და ნაძალადევის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან ერთად დაათვალიერა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით,ზღვის უბანში წელს ოთხი ახალი სკვერი და გასართობი მოედანი მოეწყო.

,,ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე მოვაწყოთ. ზღვის უბანში (თემქა) არაერთი გამწვანებული ტერიტორია გვაქვს, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობაც ეტაპობრივად მოხდება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე დამონტაჟდა სათამაშო გასართობი ატრაქციონი, ორი ჩამოსასრიალებლით, ასევე, მოეწყო სტანდარტული ორი საქანელა და შშმ პირთათვის ადაპტირებული ატრაქციონი, აიწონა-დაიწონა, სიმაღლის საზომი მორი ნიშნულით, სკამები და სანაგვე ურნები. ყველა ატრაქციონი და საქანელა ხის მასალისგან არის დამზადებული.

სამუშაოების ღირებულებამ 18 834 ლარი შეადგინა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს