გიორგი შენგელაიას „საპატიო პრომეთე“ გადაეცემა

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დღეს „ამირანის“ პირველ დარბაზში რეჟისორ პიტერ გრინევეისთან შეხვედრა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ლეგენდარული ბრიტანელი რეჟისორი მაყურებელს ფილმის „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“ ჩვენების შემდეგ შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

პიტერ გრინევეი თბილისში 6 დეკემბერს, დილით ჩამოფრინდა. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, 7 დეკემბერს, 11:30 საათზე კი „თიბისი გალერეაში“ მასტერკლასს გამართავს. პიტერ გრინევეი ბაფტას მფლობელი რეჟისორია. ავტორია ფილმებისა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“, „პროსპეროს წიგნები“.

პიტერ გრინევეი 1942 წლის 5 აპრილს ინგლისში დაიბადა. რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და კურატორია. დამთავრებული აქვს უოლთემსტოუს ხელოვნების კოლეჯი. 1964 წლიდან მოყოლებული, მთელი 11 წლის მანძილზე დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ მუშაობდა. 1966 წელს დაიწყო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანების და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ის 18 მხატვრული ფილმის, 15 დოკუმენტურის, 7 სატელევიზიო ფილმის, 37 ინსტალაციისა და გამოფენის, 46 წიგნის ავტორი და თანაავტორია.

ამასთან, დღეის ბოლოს „ამირანის“ პირველ დარბაზში „საპატიო პრომეთე“ კინოში შეტანილი წვლილისთვის ლეგენდარულ ქართველ რეჟისორის, გიორგი შენგელაიას გადაეცემა.

გიორგი შენგელაია 60-იანი წლების ქართული კინოს გამორჩეული ფიგურაა. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, რადგან შენგელაია ყოველთვის ცდილობდა თავი ახალ ჟანრში მოესინჯა და ქართულ კინოში არსებული პოპულარული ჟანრების არეალი გაეფართოებინა. 1959 წელს ქალაქ მოსკოვში დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ალექსანდრ დოვჟენკოს სახელოსნო და მალევე დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". თავისი პირველი ფილმი ინსტიტუტის დამთავრებიდან 4 წელიწადში გადაიღო. მისი ფილმოგრაფია 12 მხატვრულ ნამუშევარს ითვლის.

გიორგი შენგელაიას პირველი ნამუშევარია მხატვრულ-დოკუმენტურ სტილში გადაღებული „ალავერდობა" (1962წ). გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შექმნილი ფილმი-ამბოხი, რომლის ახალგაზრდა გმირი დამახინჯებულ ტრადიციებს უპირისპირდება. ავტორია ფილმებისა „ვერის უბნის მელოდიები“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო