„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე კვლევა გამოაქვეყნა

„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე მოამზადა კვლევა, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივებია განხილული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

„გალტ ენდ თაგარტი“ განაგრძობს რეგიონის ეკონომიკების მაკროეკონომიკური დაფარვის გაფართოებას და ქვეყნების ეკონომიკების შესწავლას.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, სტრატეგიის მიზანია, „გალტ ენდ თაგარტი“ გახდეს რეგიონული საინვესტიციო ბანკი და რეგიონის მასშტაბით ინვესტორების მომსახურება შეძლოს, რათა მათ გააცნოს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, განსაკუთრებით ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით. მათივე თქმით, ამჟამად ინვესტორები რეგიონში ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ და შესაბამისად, მათი დაინტერესება რეგიონის ეკონომიკით მზარდია. აქედან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკურ პროდუქტებზე. უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა, რომელსაც ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

„ბოლო რამოდენიმე წელია, უზბეკეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს, ქვეყანაში ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს უზბეკეთის კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის მოდელზე გადასვლას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით გეგმავს. ამ მიმართულებით ინვესტორების მხრიდან პოზიტიურმა მოლოდინებმა ინტერესი გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთი არ არის ბევრი საკონსულტაციო კომპანიის დაფარვის საგანი, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ უზბეკეთის ეკონომიკის მიმოხილვა მნიშვნელოვნად დაეხმარება ინვესტორებს ქვეყანაში არსებული პოტენციალის შეფასებაში და ინვესტირებაში, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება გალტ ენდ თაგარტის საქმიანობაზე“,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

როგორც „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში უზბეკეთის ეკონომიკის მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილების შექმნა და კორუფცია სახელდება.

„საბანკო სექტორში და ეკონომიკის სხვა დარგებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად ერევა, რაც ზღუდავს კონკურენციას. აღნიშნული გარემოება კი ხელს უშლის კერძო სექტორის განვითარებას. მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოური კაპიტალის მოზიდვაზე და მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა