დიმიტრი მედვედევი - აშშ და რიგი ევროპული ქვეყნები რუსეთის განვითარებას დაბრკოლებებს უქმნიან

აშშ და რიგი სხვა ქვეყნები დაბრკოლებებს უქმნიან რუსეთის განვითარებას, თუმცა დანარჩენებს ესმით, რომ სანქციები ყველას ავნებს, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს სურთ რუსეთში ინვესტიციების დაბანდება და თავიანთი ბიზნესის განვითარება.

„არიან მთავრობები, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნიან რუსეთს. დასამალი არაფერია, ეს აშშ-ს ადმინისტრაციაა და რიგი ევროპული ქვეყნები. თუმცა, სხვა ქვეყნებიცაა, რომლებიც გაცილებით ადეკვატურად იქცევიან და აქტიურად ამბობენ, რომ ამ სანქციებმა ისინი დააზარალეს“, - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი მედვედევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა შეიძლება შიდა ინვესტიციების ხარჯზე განვითარდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა