პროკურატურა მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე დაკავებულ გურამ ბაძაღუასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე დაკავებულ გურამ ბაძაღუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაძაღუას დროებით ნაქირავებ ბინაში თავს აფარებდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი ვ.კ. უწყების ცნობითვე, გ.ბ.-მ იცოდა, მძიმე დანაშაული ვ.კ.-ს მიერ ჩადენილი რომ იყო.

„განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე 2018 წლის 11 ოქტომბერს დაკავებულ გ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის 3 ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში გ.ბ.-ს დროებით ნაქირავებ ბინაში თავს აფარებდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსაცროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი ვ.კ., რომელმაც 2017 წლის 24 ივნისს, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას 1 კვარტალში, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა გ.ფ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვ.კ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

გ.ბ.-მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ვ.კ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, თავისი აქტიური მოქმედებით, მას 2018 წლის 10 ოქტომბრამდე დროებით ნაქირავებ ბინაში მალავდა.

სამართალდამცველებმა ვ.კ. გ.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ცალი „პისტოლეტი“, 3 ცალი მჭიდი, 33 ვაზნა და ჯავშანჟილეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

2018 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ბ.-ს საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა და სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცა არსებითად განსახილველად“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა