თავდაცვის მინისტრი უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, აღნიშნული პრეზენტაციის დროს მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების, სამხედრო განათლების, სამხედრო სწავლებებისა და წვრთნების, საერთაშორისო მისიების, შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული მიმართულებების, ინსტიტუციური და ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და სოციალური მხარდაჭერისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ისაუბრა.

ლევან იზორიამ მოხსენებაში დეტალურად მიმოიხილა თავდაცვის პოლიტიკის მიზნები და პრინციპები. ასევე, მან ტოტალური თავდაცვის სისტემისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერების მეშვეობით თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიას განცხადებით, 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის რაციონალური გადანაწილებაა.

„წელს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები. ეს პირველ რიგში ნატო-ს სტანდარტების რეალიზებას უკავშირდება. წელს, პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე თავდაცვის ბიუჯეტის 20%, რის საფუძველზეც ვყიდულობთ ისეთ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე, სამხედრო სწავლებებზე და წვრთნებზე. მოხსენების დროს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიას ანგარიში ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება, ავიაცია და საჰაერო თავდაცვა, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფა, სამხედრო პოლიცია ეროვნული გვარდია, კიბერუსაფრთხოება და ადამიანური რესურსების მართვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო