ქეთევან ციხელაშვილი - ვიდრე საქართველოს მიწის ერთი სანტიმეტრი დასერილია მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება მისი დაშლა

ვიდრე საქართველოს მიწის ერთი სანტიმეტრი არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება, რომ ეს მავთულხლართები დაიშალოს, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ატოცთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ინფორმაციით, არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს ატოცში ან სხვა მონაკვეთზე.

„როდესაც ამის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მე პირადადაც ვიყავი ჩასული ატოცში. ჩვენ ყველა მექანიზმი ავამოქმედეთ იმისთვის, რომ კონკრეტულად იმ მონაკვეთში ეს პროცესი შეჩერებულიყო, თუმცა მე ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდრე საქართველოს მიწის ერთი სანტიმეტრი არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება, რომ ეს მავთულხლართები დაიშალოს, ამიტომ მიუხედავად იმისა, კონკრეტულ დღეს, ან მონაკვეთში ხდება თუ არა რაიმე მავთულხლართის გავლება ან ბარიკადის აღმართვა, ჩვენი სამუშაო მიმართულია იმისაკენ, რომ შეკავდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები. გარწმუნებთ, რომ ნამდვილად არ მოდუნდება საქართველოს ხელისუფლება, ვიდრე ეს ამოცანები მიღწეული არ იქნება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს პროვოკაციები.

„ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენცია მოხდეს, არ ხდებოდეს რეგულარული პროვოკაციები. გარწმუნებთ, რომ დღისა და ღამის განმავლობაში ადგილობრივი პოლიციელების, ისევე როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს პროვოკაცია და არ მიეცეს მსვლელობა რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ვიდრე საქართველოს მიწის ერთი სანტიმეტრი დასერილია მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება მისი დაშლა" - ქეთევან ციხელაშვილი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა