მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, რეგიონებში „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანია ჩატარდა

„გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ გამართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, კახეთში, შიდა ქართლში და მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და ქალთა მიმართ ძალადობაზე, ძალადობის ფორმებსა და ოჯახური დანაშაულების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში“ გამართულ შეხვედრებზე, რომელსაც ასევე სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ, პროკურორებმა მსგავსი დანაშაულის გამოძიების მნიშვნელობასა და სპეციფიკაზე გაამახვილეს ყურადღება და ძალადობის მსხვერპლთა უფლებების და მსხვერპლთათვის შეთავაზებული სერვისების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, პროკურორები შეხვედრის მონაწილეებისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობდნენ.

მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებულ „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის მიზანს დანაშაულის პრევენცია, მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების გაღრმავება და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება წარმოადგენდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა