ანონსი 7 დეკემბერი

7 დეკემბერს, 09:55 საათზე, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გაიმართება. ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორი, ადამ შმიდტი და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოში, გიგი ბრეგაძე.

თბილისი, პარლამენტის შენობა, B კორპუსი, III სართული, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

საკონტაქტო პირები: სოფო ჭიჭინაძე 599 196907 / მადონა ნოზაძე 599-557978

7 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში", სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ, ქვემო სვანეთში, "ხელედულა ჰესის" მშენებლობის "საზოგადოებრივ განხილვას დაესწრებიან ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი და სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაასაბუთებენ ამ პროექტზე უარის თქმის მიზეზებს, ასევე სოლიდარობას გამოუცხადებენ ქვემო სვანეთი (ლენტეხის) მოსახლეობას.

7 დეკემბერს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარის, თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის და ფონდ „მოლოდინის“ წევრის ბელა ზალდასტანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პროტესტი „თავდაცვის და უსაფრთხოების“ სასკოლო სახელმძღვანელოს წინააღმდეგ. მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

7 დეკემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სამხედრო საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების საქმე. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება.

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერნეცია გაიმართება.

თემა: ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ; პრეზიდენტის ინაუგურაცია და ოპოზიციის დაგეგმილი აქცია; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის.: ჭავჭავაძის გამზ. #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: თელავი, ბატონიშვილების სასახლე და მისი ისტორიული კონტექსტი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნის და სტუდენტების დაჯილდოების ცერემონაის უმასპინძლებს.

საკონტაქტო პირი ელენე ალადაშვილი - 577974004

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც 2018 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობას მიმოიხილავს.

მის.: დავით აღმაშენებლის გამზ. #150, სახალხო დამცველის აპარატი

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი topnews.com.ge-ს პრესკლუბში ადვოკატთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

7 დეკემბერს, 11:30 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის ტექნიკური დახმარების ფონდის (GIZ) ორგანიზებით გაიმართება საინიციატივო სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხება მწვანე ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს საქართველოში, მწვანე ტურიზმის ჭრილში. საინიციატივო სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.

მის.: ცოტნე დადიანის ქ. №164, კიკვიძის ბაღში მდებარე მედეათეკის ცენტრი

7 დეკემბერს, 11:30 საათზე, „თიბისი გალერეაში“, თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინევეი მასტერკლასს გამართავს.

7 დეკემბერს, 11:30 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველ GMP ინსპექტორებს სერტიფიკატებს გადასცემს.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #144

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

7 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ომეგა ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის.: ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის ქ. #16-17

7 დეკემბერს, 13:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების რეგიონალური ფორუმი გაიმართება.

მის.: კახეთი, ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. N1 (თელავის ისტორიული მუზეუმი)

7 დეკემბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი მოქმედ და დამწყებ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, სოციალური მედიის ექსპერტებს და თემით დაინტერესებულ სხვა პირებს იწვევს სემინარზე – „გენდერული სტერეოტიპები მედიაში“.

7 დეკემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეგიონული ოფისი გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, საოლქო პროკურორი ილია ჯალაღანია და ადგილობრივი ადვოკატები.

მის.: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #93

საკონტაქტო პირი - 558132241

7 დეკემბერს, 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 დეკემბერს, 15:45 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

7 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდება.

7 დეკემბერს, 16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 დეკემბერს, 17:00 საათზე, ,,მოძრაობა ჩვენ“-ის წევრები მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ.

თემა: ,,შეწყდეს გამოსახლებები".

საკონტაქტო ტელ.: 598 54 94 84

7 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლეილა ცომაიას წიგნის „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობა“ პრეზენტაცია გაიმართება.

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7