გიორგი ჩიქოვანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმი 2018“-ის ფარგლებში განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობისადმი მიძღვნილ სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმი 2018“-ის ფარგლებში განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობისადმი მიძღვნილ სესიაში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს აქვს რეალური ამბიცია გახდეს ლიდერი რეგიონში განახლებადი ენერგიის განვითარების თვალსაზრისით. ევროპელ კონსულტანტებთან ერთად მომზადდა ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების ჩარჩო მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას განახორციელოს ენერგოეფექტურობის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები და შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები“, - აღნიშნა ფონდის დირექტორმა.

გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრა ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ენერგოეფექტურობის თაობაზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების მნიშვნელობაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე, ასევე საქართველოში არსებულ განახლებადი ენერგიების პოტენციალის და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ მიმდინარე პროექტების შესახებ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას: საქართველოს, უკრაინას, მოლდოვის რესბულიკას, ბელარუსის რესპუბლიკას, სომხეთს და აზერბაიჯანს. აღნიშნული ინიცაიტივა მიზნად ისახავს დემოკრატიის, კეთილდღეობის,სტაბილურობის განვითარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით იოანეს ჰანმა, ავსტრიის ეკონომიკური სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა იურგენ როტმა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ სიმონსმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა