თსუ-ში რუსუდან ნიშნიანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძის ორტომეულის "უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი" პრეზენტაცია გაიმართა. ორტომეული ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერლისა და მოქანდაკის ჯორჯ-გიორგი პაპაშვილის შემოქმედებას ეხება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წიგნის პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, მიწვეული სტუმრები და სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, რუსუდან ნიშნიანიძის წიგნი ეძღვნება ცნობილი ამერიკელი-ქართველი მწერლის, ჯორჯ პაპაშვილის შემოქმედებას. „ის უნიჭიერესი ადამიანი, მოქანდაკე და ხელოვანი იყო და ფანტასტიური საჩუქარი გაუკეთა ავტორმა ჩვენს მკითხველს ამ ორტომეულის სახით,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ორტომეულის ავტორი, რუსუდან ნიშნიანიძე თსუ სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში ლიჰაის უნივერსიტეტში, სადაც გაეცნო ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების უნიკალურ საარქივო მასალას. როგორც თსუ პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსუდან ნიშნიანიძე ამბობს, წიგნი აშშ-ში შენახული სპეციალური კოლექციისა და მასალების მიხედვითაა დაწერილი. „ორტომეულში წარმოდგენილი არაერთი ბიოგრაფიული ცნობა და შემოქმედებითი ამბავი, ასევე, უნიკალური ფოტოები სრულიად უცნობია მკითხველისთვის და სწორედ აღნიშნულ გამოცემაში ქვეყნდება პირველად“, - განაცხადა რუსუდან ნიშნიანიძემ.

1945 წელს, ჯორჯ-გიორგი პაპაშვილისა და მისი მეუღლის თანაავტორობით დაწერილი წიგნი ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს" ბესტსელერად იქცა. წიგნი ითარგმნა მსოფლიოს 17 ენაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა