Bloomberg - დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო, გაერო-ში აშშ-ს ელჩად ჰიზერ ნაუერტი დაინიშნოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჰიზერ ნაუერტი გაერო-ში აშშ-ს ელჩად დანიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg ავრცელებს სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

თავის მხრივ, ტელეარხი Fox News იუწყება, რომ აღნიშნულის შესახებ განცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი დღეს გააკეთებს.

დონალდ ტრამპმა ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე მიიღებდა გადაწყვეტილებას გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე კანდიდატურის თაობაზე. აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 9 ოქტომბერს ნიკი ჰეილიმ გადადგომის შესახებ განაცხადა. ნიკი ჰეილი თავის თანამდებობას ოფიციალურად 2019 წლის იანვარში დატოვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა