მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, თვითმმართველობების დაფინანსება 100 მლნ ლარზე მეტად იზრდება, რაც გასულ წელთან შედარებით 13%-ით მეტია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილების შედეგად, თვითმმართველობების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტად იზრდება, რაც გასულ წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

როგორც მინისტრმა პარლამენტში მიმდინარე ფორუმზე განაცხადა, ეს ფორმულა უზრუნველყოფს რეგიონებისათვის მეტ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას და აღმოფხვრის ხარვეზს, როცა წარმატებული მუნიციპალიტეტი შემდგომ ზრდაზე ორიენტირებული არ იყო.

“ასევე მოხდება მუნიციპალიტეტების შემოსულობების ზრდის ხელშეწყობა და ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, რომელიც თვითმმართველობას დაეხმარება, გამოიყენოს მის ტერიტორიაზე არსებული ქონება თუ რესურსი მეტი შემოსავლის გენერირებისათვის, ასევე გაამარტივებს საერთაშორისო გრანტების მიღებას, ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობას და სხვა ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც საჭიროა მეტ ფინანსურ რესურსებზე წვდომისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დეცენტრაცლიზაციის პროცესს ურყევად უჭერს მხარს და დროა, ყველას ჩართულობით, განვითარებაზე ორიენტირებული სწორი მოდელი შეიქმნას.

პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია