გიორგი ვაშაძე - ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა

ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს და ამის მაგალითია არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები.

"ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე ნანუაშვილი, რომლისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. იგი მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს და თავად ერთვებოდა პრობლემების გადაწყვეტაში. დღეს შეგვისუსტდა ეს ინსტიტუტი. გავეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს, თუმცა ზოგადად, ამ ქალბატონს ახასიათებს ისეთი განცხადებები, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები არჩევნებში. უკაცრავად რა, მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო ამ არჩევნებზე. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ასეთ დარღვევებზე საუბრობდეს? - რა ორი მხარე, რის ორივე მხარე?! ჩვენ ვახდენდით ზეგავლენას და ჩვენ ვიდექით საარჩევნო უბნებთან, სადაც აიძულებდნენ ადამიანებს შემოეხაზათ თავისი კანდიდატი?! ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს ამ ქალს", განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: "საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა" - ვაშაძე VS ლომჯარია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა