ნინო ლომჯარია - ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წამლებზე არსებული მაღალი ფასები წარმოადგენს

„ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს წამლებზე არსებული მაღალი ფასები,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2018 წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილა. ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც.

„ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს წამლებზე არსებული მაღალი ფასები, ასევე, რაიონებში ამბულატორიების მოწყობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები.

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზების მიმართულებით, აქტუალურია ქვეყანაში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურებისა და მწვანე საფარის შენარჩუნების კუთხით არსებული გამოწვევები. ასევე, ხარვეზიანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები.

2018 წელს კვლავ მძიმეა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა