„სამოქალაქო მოძრაობა“ - ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაერთიანება ახალი ლიდერებით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე

„სამოქალაქო მოძრაობის“ გუნდის წევრებმა ახალი მოძრაობის მიზნებსა და მისიებზე დეტალურად ისაუბრეს.

როგორც ალეკო ელისაშვილის გუნდში აცხადებენ, სამოქალაქო მოძრაობის ძირითადი მიზანია საქართველოში ადამიანური გარემოს შემქნა საზოგადოებიდან ახალი ლიდერების გაჩენის მეშვეობით, ასევე ინოვაციების დანერგვის და მოქალაქეთა ჩართულობის გზით, ადამიანებისთვის პერსპექტივის გაჩენა.

მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილის გარშემო ახალ, რეფორმატორულ მოძრაობაში გაერთიანების შესაძლებლობა აქვს ყველა პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ადამიანს, ვისაც შესწევს ძალა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით შეცვალოს არსებული რეალობა.

„ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და მხარდაჭერის მქონე გაერთიანება ახალი ლიდერებით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. ახალი მოძრაობის პრიორიტეტულ საკითხთა შორის არის, განათლება, ჯანდაცვა და ურბანული მიმართულებები. სამოქალაქო მოძრაობა ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდის მიერ ფინანსდება“, - აღნიშნულია „სამოქალაქო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის წევრებმა - ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ვატო სურგულაძემ მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს „სამოქალაქო მოძრაობის“ ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა