ადვოკატი - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება ეჭქვეშ დააყენა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ ეჭვქვეშ დააყენა მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება, - ამის შესახებ შს ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, რვაპუნქტიან დოკუმენტში ჩაწერილი მითითებების შესასრულებლად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს ვადა 2019 წლის ივნისამდე მისცა.

"ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა დაადგინოს კავშირი მასზე განხორციელებული უკანონო ზეწოლისა და მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს შორის. ეს ნიშნავს იმას, როცა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა და მასზე ზეწოლის განხორციელება, ეს პირდაპირ გავლენას ახდენდა მის მიმართ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. მის მიმართ იყო ასეთი ტიპის მუქარა, თუკი, ის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა და არ მისცემდა რაღაც ინფორმაციას საქართველოა მესამე პრეზიდენტზე და ზურაბ ჟვანიას საქმეზე, ის ძალიან დიდი ხანი იქნებოდა ციხეში.

ასევე, ევროსაბჭოს მონისტრთა კომიტეტმა დაავალა სახელმწიფოს უზრუნველყოს გამოძიების ინსტიტუციონალური და პრაქტიკული დამოუკიდებლობა საქმეში მონაწილე ნებისმიერი პირისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მიერ უნდა ჩატარდეს და მასში არ უნდა მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებიც აქამდე მონაწილეობდნენ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასა და ზემოქმედების განხორციელებაში.

ასევე, პირდაპირ მიუთითა, რომ გამოძიების ფარგლები უნდა მოიცავდეს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ყველაფრისთვის ევროსაბჭოს კომიტეტმა ჩვენს ხელისუფლებას 6 თვიანი ვადა განუსაზღვრა", - აცხადებს ჩივიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.

კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმე ეხება მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, ვინაიდან არ არსებობდა ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მე-18 მუხლის დარღვევას (მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად), ვინაიდან აღმოჩნდა, რომ წინასწარი პატიმრობა მთავარი პროკურორის მიერ იყო გამოყენებული მერაბიშვილზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა მას ინფორმაცია მიეწოდებინა იმ საკითხებზე, რომელიც კავშირში არ იყო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ივანე მერაბიშვილი შეჯამებულ სასჯელს იხდის, რომელიც 2020 წლის თებერვალში იწურება, რაც რიგი სასჯელების შედეგია იმ დანაშაულებისთვის, რომელიც კავშირში არ არის აღნიშნულ საქმესთან. კომიტეტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახალი გამოძიება დაიწყო მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტებზე და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს გამოძიება ისე, რომ ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იყოს, შეძლოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მათი მიცემა; საკმარისად ფართო იყოს, რათა დადგინდეს, ჰქონდათ თუ არა მოვლენებს რამე სახის ზეგავლენა სისხლის სამართალწარმოებაზე და ეს გამოძიება სათანადოდ და სწრაფად დასრულდეს. ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი - ევრო საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ ეჭქვეშ დააყენა მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა
უკონკურენტო საბანკო მოდელი "პროკრედიტ ბანკისგან", ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად
კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი
„ნიკორამ“ StopCOV ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა