დავით ჭიჭინაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - როგორც ჩანს, სადღაც დიდი მიწის ნაკვეთია გასაყიდი

როგორც ჩანს, სადღაც დიდი მიწის ნაკვეთია გასაყიდი, - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებას.

დეპუტატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ საკონსტიტიუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

„თვალი უნდა მივადევნოთ თუ რა მოხდება 16 დეკემბრამდე, ვიდრე ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა. უნდა დავაკვირდეთ საჯარო რეესტრში რა გადაფორმებები მოხდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. შესაბამისად, გამოჩნდება თუ ვინმეს ინტერესი იყო ჩადებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დავით ჭიჭინაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

პლენუმმა გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილება 2012 და 2014 წლებში მიღებული აქვს.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც კვლავ აწესებს მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. უცხოეთის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად ცხრადღიანი ვადა აქვთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა