თამარ ჩუგოშვილმა ჯორჯ ბუშის გარდაცვალების გამო ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გარდაცვალების გამო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაცით, თამარ ჩუგოშვილმა ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო, პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას.

„პარლამენტის სახელით დავაფიქსირე სამძიმრის წიგნში ჩანაწერი პრეზიდენტ ბუშის, მამა ბუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ბუში ამერიკის ის პრეზიდენტი იყო, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაში. ის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და შესაბამისად, ეს ჩვენგან სიმბოლური ჟესტია მის მიმართ ჩვენი პატივისცემის დაფიქსირებისთვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა