ნუკრი გელაშვილი - გაუგებარია, რამ განაპირობა საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების აღშფოთება და კრიტიკა მათთვის უცნობ სასწავლო მასალაზე

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამომავლო პროექტს წარმოადგენს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სასწავლო მასალის სამუშაო ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორთათვის და მასზე წინსწრებით ნეგატიური ფონის შექმნა ყველასთვის საზიანო იქნება.

„თავდაცვის სამინისტრო, ამ ეტაპზე შესაბამის ექსპერტებთან ერთად მუშაობს სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიაზე და არა კლასიკური ფორმით დასაბეჭდ სახელმძღვანელოზე. ნუკრი გელაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სამუშაო ვერსია არსებობს, რომელიც საბოლოო სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს.

„ავტორთა მხრიდან შემუშავებული სასწავლო მასალის ბოლო ვერსია შენიშვნებისა და წინადადებების მიღების მიზნით რელევანტურ უწყებებსა და სპეციალისტებს დაეგზავნება. მას შემდეგ კი, რაც სასწავლო მასალა შეჯერდება დაინტერესებულ მხარეებთან, მას სასწავლო დანიშნულებით საპილოტე რეჟიმში მხოლოდ 14 სკოლაში გამოიყენებენ, რაც მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებასა თუ წინადადებების პარალელურ რეჟიმში ასახვას გულისხმობს.

ნიშანდობლივია, რომ პროექტს ჩვენი ჯარი, რომელიც განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ, ესწრებოდა ათასობით მოსწავლე და ამ სასწავლო კურსის დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია, სწორედ მათი მხრიდან გამოთქმული მაღალი ინტერესი გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს