გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორციელებული პროექტები შეეხებოდა ძირითადად ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას და ადამიანის უფლებების დაცვას

ამ 5 წლის განმავლობაში პროექტები, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ხორციელდებოდა, შეეხებოდა ძირითადად ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას და ადამიანის უფლებების დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სარეზერვო ფონდის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტის სარეზერვო ფონდზე ხშირად არასწორად ვრცელდებოდა ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, რომ იყო სხვა ისტორიული მახსოვრობა, რასაც ასე ვთქვათ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი წინა პრეზიდენტის პერიოდში ახორციელებდა, თუმცა მარგველაშვილის პერიოდში იყო თვისობრივად სხვა ფუნქციით დატვირთული სარეზერვო ფონდი და ძირითადში ამ 5 წლის განმავლობაში პროექტები, რომლებიც ხორციელდებოდა, შეეხებოდა ძირითადად ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას, შშმ პირების და ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების დაცვას, ქალთა უფლებების დაცვას და ა.შ. ჩვენ თანაბარი წარმატრებით ვახორციელებდით მნიშვნელოვან პროექტებს, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ბიზნესთან“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა